სალომე ზურაბიშვილი - ეს ე.წ. მთავრობაა, ვინაიდან არჩევნები სრულიად გაყალბდა - ასე რომ, პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა

საკმარისია რუსეთის განცხადებებს შეხვედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ე.წ. მთავრობაა - ვინაიდან არჩევნები სრულიად გაყალბდა, იყო არჩევნების სისტემური მოპარვა - ასე რომ პარლამენტი არ არის ვალიდური, არც მთავრობა.

ეს ქვეყანა სტაბილურად მიდიოდა ევროპული ინტეგრაციისკენ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი გასულ დეკემბერს და ამა წლის თებერვლიდან რუსული კანონით დაწყებული და რიგი ზომებით, მაშინდელმა მთავრობამ დაიწყო ევროკავშირის მიმართულებისგან, ორიენტაციისგან გადახვევა, რაც ქართველებს ყოველთვის უნდოდათ რაც კი თავი ახსოვთ და დაიწყო რუსეთისკენ მიხვევა.

საკმარისია რუსეთის განცხადებებს შევხედოთ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ულოცავენ, რასაც ახლა „ქართულ კოშმარს“ ვეძახით. ისინი მათ ულოცავენ იმ გადახვევას, რომელიც გააკეთეს და ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის.

ასე რომ, მოსახლეობის წინააღმდეგობა ამ რადიკალური გადახვევის წინააღმდეგაა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ევრო-ატლანტიკურ გზაზე ამბობს და ყველა ინსტიტუტს მოსთხოვს ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველომ ამ გზაზე წინ წაიწიოს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა