ხათუნა ლაგაზიძე - პირველი არხი არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი - ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ შენობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, გამოვაცალოთ რუსეთს პროპაგანდის იარაღი

ეს შენობა არის რუსული პროპაგანდის, რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი - ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ შენობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და საქართველოს, რომლის გზაც არის ევროპული მომავალი - გამოვაცალოთ რუსეთს პროპაგანდის, საინფორმაციო ომის მთავარი იარაღი, - ამის შესახებ „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ ტელეკომპანია "პირველი არხის" შენობასთან განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, "ამ შენობაში წარმოებული რუსული საინფორმაციო პოლიტიკა ჩვენს ხალხს ევროპულ მომავალს აშორებს".

"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს, ფსიქოლოგიურ-დივერსიულ ოპერაციას წლების განმავლობაში, სწორედ ამ შენობიდან, "იმედიდან" და სხვა მართული არხებიდან აწარმოებს. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში გააკეთა, საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულად დაუთმო რუსეთს. ის გაუყალბებელი ხმები, რომლებიც "ქართული ოცნების" ყულაბაში ჩაიყარა ამ არჩევნებზე, რუსული პროპაგანდის მსხვერპლია. ეს შენობა არის რუსული პროპაგანდის, რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ამ შენობაში წარმოებული რუსული საინფორმაციო პოლიტიკა ჩვენს ხალხს აშორებს ევროპულ მომავალს, აქცევს დაქვემდებარებულად რუსული პროპაგანდის მიმართ. აშინებს და აქცევს მონებად, მაშინ როდესაც მათი მზიანია, საქართველოს მოქალაქეებში ჩაკლას ქართული სული, რათა დააშინოს, აქციოს რუსული ჰიბრიდული ომის იარაღად. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა, ამ შენობამ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, დაუბრუნდეს საქართველოს, რომლის გზაც არის ევროპული მომავალი, რომლის გზაც არის ევროკავშირი. გამოვაცალოთ რუსეთს პროპაგანდის, საინფორმაციო ომის მთავარი იარაღი. დავიწყოთ აქედან! დაგვითმეთ ეთერები! თქვენ ჩვენი ფულით ფინანსდებით, დაგვითმეთ ეთერები",- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “პირველი არხის” შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით - “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“. აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ, რაზეც ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეებს საეთერო დროს 20:00 საათზე დაუთმობენ. ადგილზე ცოტა ხნის წინ იყო დაპირისპირებაც.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა