სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში

საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში და ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ, რომლის ჩამოსვლასაც აქ ელოდებიან, უნდა დაადგინოს, როგორ გამოსწორდეს ყველა დარღვევა, თაღლითობები. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ის [ოპოზიცია] ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არც ერთმა დემოკრატიულმა, დასავლურმა, ევროპულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები ერთ თვეზე მეტის შემდეგ, რაც უკვე ძალიან ძლიერი სიგნალია.

კიდევ მეტი რამ იქნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. საქართველოში არსებული ვითარება, სავარაუდოდ, ხელახლა განხილული იქნება ევროპულ საბჭოზე შუა დეკემბერში. ევროპარლამენტმა არ აღიარა არჩევნები, ის ახალი არჩევნების მოწოდებით გამოდის და ეს არის, რასაც საქართველოს მოსახლეობა მოითხოვს. ის არ მოითხოვს რევოლუციას, ის არ მოითხოვს არაფერს არაკონსტიტუციურს, ის მოითხოვს არჩევნების ჩატარებას, რომლებიც მოპარულ იქნა.

და სისტემური რუსული ტიპის სცენარი, რომლითაც არჩევნები იქნა მოპარული, ძალიან ნათელი და თვალსაჩინოა. და ახლა საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება ახალ პირობებში და ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ, რომლის ჩამოსვლასაც აქ ელოდებიან, უნდა დაადგინოს, როგორ გამოსწორდეს ყველა ის დარღვევა, თაღლითობები. რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემდეგი არჩევნები დაცული იყოს იმის გამეორებისგან, რაც მოხდა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა