რომან გოცირიძე - ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა - ხელისუფლების დღეები დათვლილია

ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა - ამ ხელისუფლების დღეები არიას დათვლილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ყველაზე კარგი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“.

„დღეს აბსოლუტურად სხვა თვისობრივი მდგომარეობაა. ზვავივით აგორდა პროტესტი. თვით სახელისუფლებო სტრუქტურები შეირყა. ხედავთ, თუ როგორ გადადგნენ ელჩები. საჯარო მოხელეების მთელი არმია, რომელიც უკმაყოფილოა, ნელ-ნელა ავლენს პროტესტს. ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი გააპროტესტებდა საქართველოს მთავრობის ამ მოღალატეობრივ პოზიციას და მხარს დაუჭერდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში იმართება. დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა