სალომე ზურაბიშვილი - მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ - არა მათი დამსახურებით, არამედ ქუჩაში ქართული პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის

მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ - არა მათი დამსახურებით, არამედ ქუჩაში ქართული პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენ მიდის. რუსული კანონი ხელახლა იქნა წარდგენილი და კიდევ რამდენიმე სხვა კანონი, რომლებიც ყველა ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ასე რომ, მათი გზაა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისგან ჩამოშორება, რომლებიც შესაძლოა, გახსნილიყო. ეს განზრახული გზაა და უბრალოდ ამ გზის შედეგია იმის თქმა, რომ 2028 წლამდე ან როდემდე გადავდებთ. არავის სჯერა, რომ რამე გადადებაა ან რამე იდეაა გადადებაში, ყველამ იცის, რომ ეს უბრალოდ მიტრიალებაა.

ვინც ამას ძალიან მკაფიოდ ხედავენ, არის ბატონი პუტინი და ბატონი დუგინი, რომლებმაც მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან მიტრიალება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა