სალომე ზურაბიშვილი - არალეგიტიმური მმართველი პარტია და არალეგიტიმური ერთი კაცი ივანიშვილი ცდილობენ საქართველოს წაყვანას იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა - უკან რუსეთში, უკან სსრკ-ის რამე ფორმაში

არალეგიტიმური მმართველი პარტია და არალეგიტიმური ერთი კაცი ივანიშვილი ცდილობენ საქართველოს წაყვანას იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა - უკან რუსეთში, უკან სსრკ-ის რამე ფორმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს პარტია, რომელმაც მხარი დამიჭირა ჩემს არჩევაში, რაც ძალიან ნათელია, იყო პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი, რომელსაც მე დღეს კბილებით ვიცავ, რაცაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ასე რომ, ამ მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკა მაშინ ძალიან ნათელი იყო და მას საქართველოს მოსახლეობა უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის მომენტიდან. ყოველ მთავრობაში უჭერდნენ მხარს ამ პროევროპულ, პროდამოუკიდებლობის გზას. ამ ერთი პარტიისა და ერთი კაცის მმართველობა გახდა ის, რომ ისინი სულ უფრო და უფრო მეტად ფიქრობდნენ ძალაუფლების შენარჩუნებაზე, თუმცა სულ უფრო და უფრო ნათელი გახდა და ალბათ, უკრაინაში ომით დაჩქარდა, რომ ეს უბრალოდ ძალაუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი არ იყო, არამედ რუსეთისკენ შებრუნების საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, ეს კრემლსა და ბატონ ივანიშვილს შორის ყველა კავშირის გამოა, რომელთა შესახებაც არ ვიცოდით და რომლებიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდა, თუ მათ რაიმე კომპრომატები აქვთ, ან რაიმე სხვა მიზეზია - დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

რასაც მნიშვნელობა აქვს დღეს არის ის, რომ ფაქტია, ეს არალეგიტიმური მმართველი პარტია და არალეგიტიმური ერთი კაცი ივანიშვილი ცდილობენ საქართველოს წაყვანას იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა - უკან რუსეთში, უკან სსრკ-ის რამე ფორმაში. ხოლო საქართველოს სურს განვითარების, კეთილდღეობის, ევროპის, თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით წასვლა,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა