ანჯეი დუდა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ახალი არჩევნების დანიშვნის მზაობა

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

„მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიმართ უზარმაზარი სიმტკიცის ჩვენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო.

„ამიტომ, პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე, გამოავლინოს ღიაობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ყველა ეჭვის გარკვევაში და მზაობა ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი, ახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის