ბადრი ჯაფარიძე - თუ ვინმე ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერს პუტინისტურ, ოკუპაციურ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება

სამწუხაროა, მაგრამ ეს იქნება დროებითი. როგორც კი „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და გაღრმავდება აშშ-სთან,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს პუტინისტური ხელისუფლება და ცხადია, რომ ასეთ ხელისუფლებასთან არცერთი ცივილიზებული პარტნიორი ურთიერთობას არ გააგრძელებს.

„ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, თუ ვინმე ჯერ კიდევ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერს პუტინისტურ, ოკუპაციურ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ჩვენ ვნახეთ განცხადება, რომ აუცილებლად იქნება სანქციები, ჯონ უილსონის განცხადება იყო ამ დილით, რომ სანქცირებული იქნება ივანიშვილი და მისი ბანდა. ახლა ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს იქნება დროებითი, როგორც კი, „ქართული ოცნება“ წავა ხელისუფლებიდან, ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება და გაღრმავდება აშშ-სთან, მაგრამ ამ ეტაპზე გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც „ქართული ოცნების“ პუტინისტური ხელისუფლების გამო ჩვენ ვკარგავთ ყველა იმ პარტნიორულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც წლების მანძილზე გვქონდა შექმნილი, ჩვენი თანამოქალაქეების თავდაუზოგავი შრომით შექმნილი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.

შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის