ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლება რუსეთის, ირანის, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ გვერდით დგას, სწორედ ამის გამო შეაჩერა ამერიკამ  სტრატეგიული პარტნიორობა - სამწუხაროდ, არა მარტო „ქართული ოცნება", არამედ ქვეყანაც ექცევა უკვე იზოლაციაში

„ქართული ოცნება“ ისედაც არის უკვე საერთაშორისო იზოლაციაში. სამწუხაროდ, არა მარტო „ქართული ოცნება", არამედ ქვეყანაც ექცევა უკვე იზოლაციაში, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯაფარიძემ განუცხადა, რეალურად, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა, მაგრამ "ბრძოლის მოგების შემდეგ აშშ-სთან პარტნიორობა აუცილებლად აღდგება“.

„დღეს ხელისუფლება რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით დგას, სწორედ ამის გამო შეაჩერა ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობაც. შეუძლებელია თან იჯდეს ქვეყნის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი იმ დარბაზში, სადაც ყვირიან "სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს" და თან იმედი გქონდეს, რომ აშშ შენთან გააგრძელებს მეგობრულ ურთიერთობას. რეალურად, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპს გადის ეს ქვეყანა, როცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი გაუარესდება, მაგრამ როგორც კი ამ ბრძოლას მოვიგებთ, ძალიან სწრაფად დავიბრუნებთ, მათ შორის აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობასაც. სანერვიულო არის ის, რომ ახლა ეს ბრძოლა გვაქვს მოსაგები",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს