ნინო დოლიძე - მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

საქართველოს მოსახლეობა აჩვენებს უპრეცედენტო თავგანწირვას საკუთარი დემოკრატიული მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის და ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეები არ შეეგუებიან საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას.

„ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა განცხადებას და მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებას და იმ იდეას, რისთვისაც ამდენი ხანი მოვდივართ“, - განაცხადა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება, ნინო დოლიძე აცხადებს, რომ „ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად“.

„ძალიან სამწუხაროა აშშ-გან ამ განცხადების მოსმენა და ჩვენ არავის არ გვსურდა ამის მოსმენა. არაერთი გაფრთხილება იყო „ქართული ოცნებისადმი“, რომ არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯები, რასაც ვხედავდით, მათ შორის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორები ამას აკეთებენ ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს