სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია - ერთადერთი, ვინც აღიარებს, ამტკიცებს და ულოცავს მათ, არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პარლამენტი

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არალეგიტიმურია. არჩევნები, რომლის შედეგადაც ეს პარლამენტი და მთავრობა მივიღეთ, არ არის ლეგიტიმური. ის არავინ არ აღიარა. პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობამ არ აღიარა, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ აღიარეს. პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ასე რომ, ეს არის ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ლეგიტიმურია.

„შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის აქამდე არ უღიარებია ჩვენს დასავლელ დემოკრატიულ პარტნიორებს. ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები არ არის არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ითხოვენ ახალ არჩევნებს, როგორც ჩვენ ვითხოვთ აქ - ახალ არჩევნებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მთელი საჯარო სამსახური იშლება, რადგან ხალხი არ ეთანხმება არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ქვეყანა არალეგიტიმური მიმართულებით წაიყვანოს.

„ერთადერთი, ვინც აღიარებს, ამტკიცებს და ულოცავს მათ, არის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პარლამენტი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: „არის გარკვეული პარალელები იმასთან, რაც ახლა ხდება საქართველოში და რაც უკრაინაში ხდებოდა 11 წლის წინ „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციებზე, ხედავთ რაიმე კავშირებს?“ - პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, ძალიან განსხვავებულია, რადგან ქართველები უკრაინელები არ არიან“.

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო, რადგან ძირითადად ერთი და იგივე მტერს ვუპირისპირდებით. მაგრამ ყველაფერი ძალიან განსხვავებულია, რადგან ქართული ხასიათი ძალიან განსხვავებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლა, რომლის მოწმენიც ვართ ახლა, მათ შორის ეკლესიაში, სადაც განსხვავებული ხმები გვესმის, რაც არასდროს გაგვიგონია, ძალიან განსაკუთრებულია. ჯერ საქართველოშიც არ გვინახავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ