პრემიერი - კეზერაშვილის დაფინანსებული მედიის წარმომადგენლები შეიჭრნენ სხვა მედიასაშუალებაში, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, გუშინდელმა დღემ გამოაჩინა, რომ საქართველოში სრულდება ლიბერალური ფაშიზმი და პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება

პროტესტის საგანია ის, თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც ბუნებაში არ არსებობს, უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც არ მომხდარა, ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინდელმა დღემ გამოაჩინა, რომ საქართველოში სრულდება ლიბერალური ფაშიზმი და პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება.

„არის ხოლმე მომენტები, როდესაც შენ შეიძლება, ფიქრობდე, რომ მართალი ხარ, მაგრამ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება, უკანაც დაიხიო, ეს გავაკეთეთ ჩვენ შარშან გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. მიგვაჩნდა მაშინაც, რომ კანონი იყო სწორი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს სწორად ვერ გაიგო, გვქონდა გულწრფელი პროტესტი, ჩვენ დავიხიეთ უკან და თავის დროზე უკან გამოვიწვიეთ ეს კანონი, ასეთი რაღაც შეიძლება, მოხდეს პოლიტიკაში, აქ საინტერესოა, რომ ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. პროტესტის საგანია ის, თითქოს ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას როგორ შეცვლი. აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, ისეთ რამეს აპროტესტებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს, არ მომხდარა. ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, არის მარტივი რამ, ყველა უნდა დამშვიდდეს. გუშინწინ ყველამ დაინახა, რომ „ნაცმაიდანი“ საქართველოს ვერ შედგება, ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა. გუშინდელი დღე იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი.

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და მერე ამის გაპიარება, გახსოვთ, რა ხდებოდა „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრა, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, თან ამას როცა აკეთებენ ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც კეზერაშვილისგან იღებენ ნაძარცვ ფულს. ვინ მიდიოდა იქ ხუნწარია, დარასელი და ა.შ. კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენლები შეიჭრნენ სხვა მედიასაშუალებაში, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. გუშინდელმა დღემ გამოაჩინა, რომ საქართველოში სრულდება ლიბერალური ფაშიზმი და პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს