პრემიერი - ეუთო/ოდირმა სათანადოდ შეაფასა ეს არჩევნები, მაგრამ ვიღაცები ვერ თმობენ სურვილს, რომ „ნაცები“, მკვლელები და მწამებლები დააბრუნონ ხელისუფლებაში - რა თქმა უნდა, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება

ეუთო/ოდირმა სათანადოდ შეაფასა ეს არჩევნები, მაგრამ ვიღაცები ვერ თმობენ სურვილს, რომ „ნაცები“, მკვლელები და მწამებლები დააბრუნონ ხელისუფლებაში - რა თქმა უნდა, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ აქვს გამოხატული საკუთარი არჩევანი და ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ქართველმა ხალხმა ისურვა.

„2020 წელს ეუთო-ოდირმა აღიარა არჩევნები, თუმცა იქაც გვითხრეს, რომ ოპოზიცია რადგან არ შემოდიოდა პარლამენტში, ეს იყო ე.წ კრიზისი. მაშინაც იგივე იყო. ეუთო-ოდირმა დადო მაშინაც ობიექტური შეფასება, რასაც ვერ შეეგუა მაშინ ვერც რადიკალური ოპოზიცია და ვერ შეეგუვნენ მათი პატრონები. ახლაც იგივე ხდება, მათ ეშინიათ და არ მოსწონთ სამართლიანი შეფასება, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაღაცნაირად „ნაცები“ დააბრუნონ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება. არის ეუთო-ოდირის შეფასება, ეს არის ფაქტი, რასაც ვერ გაექცევა ვერც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, მით უმეტეს, რომ მათ ირიბად თავადაც აქვთ აღიარებული არჩევნების ლეგიტიმურობა. გახარია ამბობს, რომ მიიღო 141 500 ხმა, სად გაექცევა ამ აღიარებას. როცა ხაზარაძეს აქვს ნათქვამი, რომ 200 000 ხმა აქვს მიღებული დაახლოებით და ცესკოს აქვს დაფიქსირებული 182 000 ხმა, სად გაექცევა ხაზარაძე ამ წამოცდენას, ამ აღიარებას, რომელიც პირდაპირ დევს საჯარო სივრცეში. დანარჩენი რჩება გაყალბებული ეგზიტპოლები - წინათ გააყალბეს პივიტი, ახლა ვეღარ გააყალბეს პივიტი, იმიტომ, რომ ამას თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოს მიერ გაყალბდა პივიტი, როგორც გახსოვთ, ახლა გააყალბეს ეგზიტპოლები. რა ფასი აქვს „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩატარებულ, გაყალბებულ ეგზიტპოლებს - არაფერი, რჩება ეუთო-ოდირი, რომელმაც სათანადოდ შეაფასა ეს არჩევნები, მაგრამ ვიღაცები ვერ თმობენ სურვილს, რომ რაღაცნაირად, „ნაცები“ დააბრუნონ, მკვლელები და მწამებლები დააბრუნონ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ აქვს გამოხატული საკუთარი არჩევანი და ყველაფერი მოხდება ისე, როგორც ქართველმა ხალხმა ინება“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო