ადვოკატები - ბათუმში მოღვაწე ადვოკატები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით სისასტიკეს - ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან

ბათუმში მოღვაწე ადვოკატები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით სისასტიკეს, - ეს განცხადება ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაკეთეს.

ადვოკატები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას მიმართავენ.

„საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმში მოღვაწე ადვოკატები კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და ვემიჯნებით ამ სისასტიკეს, რასაც ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება და მისი საპოლიციო დანაყოფები, საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ.

საქართველოს მომავალი ევროპაშია, ეს ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია და ამას ვერავინ წაართმევს ქართველ ერს.

ვგმობთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელისშემშლელ ნებისმიერ განცხადებას და ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს არ დაუშვან ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ არაადამიანური მოპყრობა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა.

ვგმობთ პოლიციელთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ძალის გადამეტების ფაქტებზე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.

დაუშვებელია მომიტინგეების დარბევა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს და ძალადობრივი გზით გამოხატვის თავისუფლების ხელშეშლა”,- ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა