კაია კალასი და მარტა კოსი - ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია

ევროკავშირი სწუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ ეს განცხადება აღნიშნავს გადახვევას საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკანსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება უკვე მიმდინარე წლის ივნისში და რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კაია კალასი და მარტა კოსი აღნიშნავენ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში, რათა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფება დაადასტუროს.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი და მარტა კოსი განმარტავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„ევროკავშირი იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას ქვეყნის უწყვეტი დემოკრატიული უკუსვლის გამო, იმ დარღვევების ჩათვლით, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდსა და საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/იდირ-ის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მისი არჩევანის გვერდით. ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ღირებულებებისკენ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის