ფოთში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს, გადაკეტილია ქალაქში შესასვლელი ცენტრალური გზა

ფოთში აქციის მონაწილეებმა პორტამდე მისასვლელი, ერთ - ერთი გზა - გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გახსნეს. ამ წუთებში დემონსტრანტები შეძახილებით- "გამოდით, შემოგვიერთდით" ფეხით მსვლელობას მართავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთად დგომა.

,,პირველ რიგში, აქ ვდგავართ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი და ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ არავის მოსწონს ახალგაზრდებზე ძალადობა, ნამდვილად დასაგმობია. გვინდა, რომ ყველანაირი ძალადობა დაიგმოს, ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ და არცერთ პოლიტიკური ძალის მხარეს არ ვდგავართ, ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას",-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ფოთში შესასვლელი მთავარი გზაც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება