შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა - სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა იმდენად აქვს ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი, რომ ინსტინქტები მასში ახლაც იღვიძებს

ქალბატონი სალომე, თავის წინა პერიოდს იხსენებს ალბათ. ვიცით, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასთან და ვიცით, რას ნიშნავს სიტყვა "ხუნტა" და რა იყო მაშინ გადატრიალების და სხვადასხვა ასეთი პროცესები, ვიცით და გვახსოვს, რომელ მხარეს იდგა მაშინ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის "საზოგადოებრივი საბჭოს" შეფასებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილს იმდენად აქვს ქვეცნობიერში „ჩაბეჭდილი კონსტიტუციის და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა“, რომ ის ახლაც ამ ინსტინქტებით მოქმედებს.

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი კი, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ, „სახელმწიფოს ღალატია“.

"როგორც ჩანს, სახელმწიფოს, კონსტიტუციის და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა იმდენად ღრმად არის მის ქვეცნობიერში ჩაბეჭდილი, რომ ეს ინსტინქტები მასში ახლაც იღვიძებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ წასვლა, რაც არის არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ სახელმწიფოს ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო