ანა დოლიძე - ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია, რაც ბოლო დღეებია ხდება, ეს ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას

ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია რაც ბოლო დღეებია ხდება, ეს ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ხელისუფლება აქციის დასაშლელად „აკრძალულ მეთოდებს“ იყენებს.

"ეს თუ გაგრძელდა, ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას. ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული არის სისტემური და ფართო მასშტაბიანი დანაშაული სამოქალაქო პირების, ჯგუფების მიმართ. რაც გვესმის ბოლო თვეებია, მასობრივი დევნა და დაზიანება, ალყაში მოქცევა, მასობრივი ანგარიშსწორება, გაუფრთხილებლად გაზის დაშენა ათასობით ადამიანზე და ჭყლეტაზე გაწირვა. ეს ყველაფერი არის ამ დანაშაულის ნიშნები. ეს არის დანაშაული რომელიც საერთაშორისო ხასიათისაა და მას ეხება ჰააგის სასამართლო. ამ დანაშაულის მიხედვით ხდება დიქტატორების დევნა - მათ შორის პუტინის, ბაშარ ასადის, სადამ ჰუსეინის. რაც ვნახეთ ბოლო 4 დღეა სწორედ ეს იყო. ეს არის აკრძალული მეთოდები, ამიტომ უნდა შევაგროვოთ მტკიცებულებები. მე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოვითხოვ საერთაშორისო გამოძიებას“, - წერს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს