ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფს, ლაშა ფალავანდიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილს ხუთ-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო.

ამასთან, სასამართლოსთან ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 2000 - ლარიანი ჯარიმის ქვითარი დემონსტრაციულად დახია. მისი თქმით, სამართალდამცავებმა სასამართლოზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს. ნათია ნონოიანის პერფორმანს, აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

“2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. უკანონოდ დამაკავეს, მტკიცებულებები არ ჰქონდათ, ახლა წერონ და იკითხონ… სასამართლოზე მოიყვანეს ორი მოწმე, აბსურდული ბრალდებით, ცხადია უკანონოდ დამაკავეს”, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე 8 პირი დააკავეს, ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო. აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა