სალომე ზურაბიშვილი - საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური - როგორც ჩანს, ახალი მინისტრი ძალიან შეშფოთდა

მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საგარეო უწყებისა და ელჩების ნაბიჯებმა ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ახალი სურათი შექმნა.

"მინდა, შევეხო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებას. როგორც ჩანს, ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი და საერთოდ, მმართველი პარტია იმის გამო, რომ უწყების 274 თანამშრომელმა გააკეთა განცხადება და პროტესტი გამოხატა ამ მიმართულებით, გადადგა რამდენიმე ელჩი მნიშვნელოვან ქვეყნებში და ეს ყველაფერი ქმნის ახალ სურათს ჩვენი საგარეო უწყების, რომელიც არა თუ საბოტაჟი და არა თუ დისკრედიტაციაა და მე მაქვს ყოველდღიურად საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, ეს უბრუნებს ჩვენს საგარეო დიპლომატიურ ტონს, უბრუნებს კორპუსს, უბრუნებს ნდობას ჩვენი პარტნიორებისგან იმიტომ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, ელჩები და საელჩოები მუშაობდნენ პრემიერის განცხადების მერე, ვითომც არაფერი მომხდარა და ის, რომ არის ესოდენ დიდი რეაქცია საგარეოში, არის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის პოზიტიური, რისთვისაც უნდა ვიყოთ მადლობელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა