სალომე ზურაბიშვილი - უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის  გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ევროკავშირის ტექნიკური მისია ჩამოვა

პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში- უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ტექნიკური მისია ჩამოვა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

მისი თქმით, საკონსტიტუციოს სარჩელის იქით, აქვთ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ასევე კონსტიტუციური მოთხოვნაა.

„როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი სტაბილური, მშვიდობიანი გზა, რაც არსებობს მსოფლიოში, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამე, ყველა სხვა გზა მიდის ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, რომ ჩვენ, ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე მის მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ დაიბრუნოს თავისი ხმა, ამით დაწყნარდეს და ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილ ნება გაყალბების გარეშე. ამისთვის ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ და დღეს, ესეც ითქვა, რომ ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, ერთად უნდა შეიმუშაონ, თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნების პირობები იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და გაყალბების იგივე ბერკეტები არ მივცეთ. ანუ არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ არჩევნების დაცვის ეს გეგემა წარმოვადგინოთ, თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მზადდება “, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს