ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა - გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა. აღნიშნულ ქუჩაზე ასევე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.

ამ ფაქტს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. პარალელურად ჭიჭინაძის ქუჩაზე, წყლის ჭავლის მანქანის საშუალებით ტერიტორიას დემონსტრანტებისგან ათავისუფლებენ.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას აქტიურად იყენებენ.

წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასაც აქციის მონაწილეებისგან ასუფთავებენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა