ყოფილი ელჩები - გადაწყვეტილებას თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს,  ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს

გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ყოფილი ელჩების განცხადებაშია აღნიშნული, მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის.

ამასთან, საქართველოს ყოფილი ელჩები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს.

"ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს.

სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების 28 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას. მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს.

მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები მიგვანიშნებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მალე შეიძლება შეჩერდეს. ამას კი, მყისიერად მოჰყვება ევროპის ახალი პოლიტიკური რუკის შექმნა. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავბრუნდებით რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც თავის დაღწევას ჩვენი შთამომავლები კარგა ხანს ვერ შეძლებენ.

მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია.

არათუ ევროპულ, არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება ის სისასტიკე, რასაც საიდენტიფიკაციო ნიშნის არ მქონე შავფორმიანები ავლენენ მომიტინგეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ სამშობლოს მომავალს”, - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 1. ირაკლი კოპლატაძე; 2. დავით დონდუა; 3. ეკატერინე სირაძე-დელონე; 4. გოჩა ჯავახიშვილი; 5. შოთა ღვინერია; 6. ეკატერინე მაერინგ-მიქაძე; 7. გიორგი შარვაშიძე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის