გიორგი ვაშაძე - “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები

თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ლაპარაკიდან უკვე საქმეზე გადავიდნენ.

მისი განმარტებით, უკვე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია გადადგმული.

“უმნიშვნელოვანესი ნაბიჯებია. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლა, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი ქართველების ქუჩაში დგომა არის გარანტია იმის, რომ ევროპიდან და ამერიკიდანაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება.

ვიბრძვით ჩვენ? - ამ ბრძოლას მხარდაჭერა ექნება, ვჩერდებით? - რა თქმა უნდა, გაჩერდება მხარდაჭერაც, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.

თვითმარქვია “ქართულ ოცნებას” ექნება ძალიან მძიმე დღეები და ძალიან მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოობა მოთხოვნაში.

რა მოთხოვნები არსებობს - სრული პასუხისმგებლობა, რაც ხდება იმაზე, ეკისრება “ქართულ ოცნებას” და მის დეზინფორმატორ ტელეკომპანიებს, რომლებიც სიყალბეს სიყალბეზე ავრცელებენ აქციებთან დაკავშირებით; ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი მენეჯმენტითა და საერთაშორისო ჩართულობით და სამართალდამცავი ორგანოების სრული განეიტრალება და დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ სამართალდამცავი ორგანოების პირობებში რაიმე არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ ისინი მართავენ სპეცოპერაციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

მივმართავ “ქართული ოცნების” თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს - არაფერი სხვა, გარდა ამისა, არ დააწყნარებს სიტუაციას, ხალხი ითხოვს გამარჯვებას და გამარჯვებით დასრულდება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა