„დემოკრატიის კვლევის ცენტრი” - სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი

სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

„1-ელ დეკემბერს, დაახლოებით, 21:00 საათიდან სამართალდამცავები პერიოდულად, შესაბამისი გაფრთხილების გარეშე, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. თავდაპირველად, სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ ჭიჭინაძის ქუჩიდან და პარლამენტის შენობიდან. ამის პარალელურად, დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოსა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მისამართით პიროტექნიკას იყენებდა. საერთაშორისო სტანდარტებისა და შსს-ს სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიხედვით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან არ დაარბიონ მშვიდობიანი ხასიათის აქცია, მცირე ჯგუფთა მხრიდან, შესაძლო გადაცდომის ფაქტების გამო.

სპეციალური საშუალებების გამოყენების პარალელურად, მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალები იყენებენ ქვებს, შუშის ბოთლებსა და კანონით აკრძალულ სხვადასხვა საგნებს, რაც აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს.

სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს - სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს იმ სპეციალური საშუალებების ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, რასაც ბოლო დღეებია იყენებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

საპოლიციო ძალებს - გასული დღეების მსგავსად არ უნდა დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას, რაც გამოიხატება აქციის დაშლაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სასტიკი მეთოდებით დაკავებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი