შსს - ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების „ძალადობრივი ქმედებების“ შედეგად, 1-2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ამასთან, უწყების ინფორმმაციით, ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში.

შსს განცხადებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

უწყება მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, რადგან კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს.

რამდენიმე საათია აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება. ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. პოლიციელების მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის აგრესიულ წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის