ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში , - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი განმარტებით, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი "შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.

”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

შეწყალების დოკუმენტის თანახმად, ეს არის „სრული და უპირობო შეწყალება“. CNN-ი განმარტავს, რომ ამ ოფიციალური შეწყალების გაუქმებას არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს.

CNN-ი წერს, რომ შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა უარყო საჯარო დაპირება, რომელიც მან არაერთხელ დადო, მათ შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნები მოიგო, რომ ის ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.

შეწყალება მოიცავს ნებისმიერ პოტენციურ ფედერალურ დანაშაულს, რომელიც ჰანტერ ბაიდენმა 2014 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე ჩაიდინა. შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრების შანსი გამორიცხულია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა