ჭავჭავაძის გამზირზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.

დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის.

მომიტინგეებმა ბუნკერებით გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს