საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებს, და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას.

ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. საქართველოს პარტნიორ დასავლურ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ქვეყნებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ქვეყანაში არამარტო ტექნოლოგიური, არამედ განათლების, ჯანდაცვის და სხვა სექტორების განვითარებაში.

დღეს გადამწყვეტი მომენტია საქართველოსათვის, მისი გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.

ევროკავშირი იყო და არის საქართველოს კერძო სექტორის განვითარების მთავარი მხარდამჭერი. სწორედ ევროკავშირისა და მისი პროექტების დახმარებით განვითარდა საქართველოს სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემა. ეს მხარდაჭერა მოიცავდა გრანტებს, სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომელთა გარეშე ჩვენი ეკოსისტემა ვერ მიაღწევდა წარმატებას.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება არის პირდაპირი საფრთხე საქართველოს ყველაზე დინამიკური და პროგრესული ინდუსტრიების განვითარებისთვის. ეს ნაბიჯი გვაშორებს ევროპულ ბაზრებს, აფერხებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასუსტებს საქართველოს ტექნოლოგიურ პოტენციალს.

ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ ნაბიჯის გადადგმას. “ქართული ოცნების” ეს ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიულ და პროევროპულ ღირებულებებს, რომელზეც ჩვენი საზოგადოება დგას.

ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას ე.წ. პოლიციური ძალების მხრიდან.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს - პატივი სცენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური გაერთიანებებისკენ სწრაფვას, დაუყოვნებლივ დააბრუნონ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე, შეწყვიტონ ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, იზრუნონ საზოგადოებრივი პოლარიზაციის შემცირებაზე, და იმოქმედონ ქართველი ხალხის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

საქართველო, თავისი კულტურითა და მისწრაფებებით, არის ევროპული სახელმწიფო, მისი ადგილი არის მხოლოდ ევროპულ გაერთიანებაში.

ამ განცხადებაზე ხელის მოწერით შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი და გახდეთ პეტიციის მონაწილე.

ხემოწერის ფორმის ბმული: https://airtable.com/app1WyGCLZr4kgKGT/page334hZqeVJQHeI/form

ხელმომწერების სიის ბმული: https://airtable.com/app1WyGCLZr4kgKGT/shrmrkC3bHakC0yBM

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა