ირაკლი კობახიძე - ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის  სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად შესაძლო გამოცხადების საფუძველზე.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში. არჩევნების წინ, ჩვენ ვსაუბრობდით, პოლიტიკურ პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიციირება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ისინი ამ დღეებში, ღიად დაუპირისპირდნენ, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენს დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. ყველაფერი არის ჩვენს ხელში.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო, თუ როგორ ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა შეგახსენოთ, „კანვასისის“ ტრენინგები. მაშინ, ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, მაგალითად, რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები და ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც ძალიან სამწუხაროა.

იყო „ფრანკლინის კლუბი“, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე. ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები კანონს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე და რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ. მე ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით. ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, შანტაჟი და უსამართლო მიდგომა, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გავახმოვანეთ - საქმე შანტაჟის ნაცვლად“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის