გიგი გიგიაძე - კობახიძე დღეს საგარეო სამინისტროში მივა და შეეცდება პროპაგანდისტული ხაზის გატარებას, რომ ყველაფერი ნორმალურადაა - თვითმარქვია რეჟიმი საქართველოს ევროკავშირთან ვერასდროს დააახლოებს

[ირაკლი კობახიძე] დღეს საგარეო სამინისტროში მივა იმისთვის, რომ წარადგინოს ვითომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, რასაკვირველია, ამას მოყვება გასაუბრება თანამშრომლებთან, სადაც ის შეეცდება მათთვის ჩვეული პროპაგანდისტული ხაზის გატარებას - ადამიანების დარწმუნებას, რომ ყველაფერი თითქოს ნორმალურადაა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შეშინება და დაშინება არ გამოუვათ.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც სწორი გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღო. ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაიწყო. მათი მხრიდან აღნიშნული არის სწორი და გააზრებული ქმედება, ვინც ზუსტად ხვდება, რომ თვითმარქვია რეჟიმი საქართველოს ევროკავშირთან ვერასდროს დაახლოებს და ისინი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს მხარი დავუჭიროთ და ვუთხრათ, რომ ისინი ისტორიის სწორ მხარეს დგანან, მართლები არიან საკუთარ თავთან, ქვეყანასთან, ხალხთან და ამას არაფერი არ შეცვლის. არ გავა შეშინება, დაშინება, მე მიმაჩნია, რომ ამას მოყვება გაგრძელება და იმ ადამიანების სია მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვინც ეთანხმება დაფიქსირებულ სულისკვეთებას.

არანაირი მნიშვნელოვა არ აქვს თვითმარქვია პრემიერ-მინისტრის განცხადებებს! ჩვენ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მისგან ვისმენთ წარმოუდგენელ ტყუილს, სიცრუეს და იმ ჯგუფისგან, რომელიც ახლა საკუთარ თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებენ. ის დღეს საგარეო სამინისტროში მივა იმისათვის, რომ წარადგინოს ვითომ ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, რასაკვირველია, ამას მოყვება გასაუბრება თანამშრომლებთან, სადაც ის შეცდება მათთვის ჩვეული პროპაგანდისტული ხაზის გატარებას. ადამიანების დარწმუნებას, რომ ყველაფერი თითქოს ნორმალურადაა. აღნიშნულის აღარავის აღარ სჯერა, ეს არის იმ კატეგორიის ტყუილი, რომელსაც მათი მხარდამჭერებიც აღარ იჯერებენ. შესაბამისად, ეს იქნება სრულიად ფუჭად გახარჯული დრო ამ ადამიანებთან. მე ამ ადამიანების სიმტკიცის ძალიან მჯერა”, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო სამინისტროსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უწყებაში შესვლას ელოდებიან.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს