სახალხო დამცველი - დაკავებული პირების ნაწილს, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან, ფიზიკური დაზიანებები ეტყობათ - მოვუწოდებ შსს-ს, მოქალაქეების დაკავების პროცესში უფლებამოსილებას არ გადაამეტოს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებული პირების ნაწილს, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა, ფიზიკური დაზიანებები ვიზუალურად ეტყობათ.

იოსელიანის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, როცა მომიტინგეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობა კონკრეტულ შედეგს არ დებს.

„20-მდე დაკავებული მოვინახულე, ესენი არიან, როგორც დღეს დილით, ასევე გუშინ დაკავებულები. მათ ნაწილს გარეგნულადაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ეს აღარ არის უჩვეულო სურათი, წინა ვიზიტის დროსაც, დიღმის იზოლატორშიც ანალოგიური სურათი დამხვდა. როცა პოლიცია მომიტინგეებს აკავებს, ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ძალას ამეტებს და ეს ძალიან ცხადად ჩანს, როცა შედიხარ და ამ ადამიანებს ხვდები, რადგან ძირითადად, ყველას სახეზე ეტყობა ეს დაზიანებები. მრავალგზის ვთქვი და გავიმეორებ, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოქალაქეების დაკავების პროცესში არ გადაამეტოს უფლებამოსილებას, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასეთ შემთხვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება ჰქონდეს.

მთელი 4 დღის განმავლობაში, როგორც მე, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაკავებულებს ვხვდებით, მათგან ინფორმაციას ვიღებთ და შესაბამის ოქმებს ვადგენთ. თუ ვხედავთ, რომ ადგილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის ვუგზავნით. შემდეგ ამ გამოძიების ეფექტურობის შეფასებასაც ვახდენთ. შემიძლია ვთქვა, გაზაფხულის აქციებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებებზე, სამწუხაროდ, არანაირი შედეგი არ არის. ეს ყველაფერი საგანგაშოა, როცა გამოძიების მიმდინარეობა კონკრეტულ შედეგს არ იძლევა, უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ზარალდება დაგვიანების მომენტში",- განაცხადა იოსელიანმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ