ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით, უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დღეს მსვლელობა გაიმართება ლოზუნგით - დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!

მსვლელობა 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც დემონსტრანტებზე ძალადობას გმობენ.

„შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტებზე, რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა