პრემიერი - ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და 3 პოსტი მომიძღვნა ამის გამო, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე, 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს ემოციებს

ისტერიკაშია ოთხივე ოპოზიციური პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათი მოწოდებები და ე.წ ბულინგი არის ისტერიკის გამოვლინება, რადგან ყველამ დაინახა, რომ საქართველოში ვერავითარი „ნაცმაიდანი" ვერ შედგება.

„უკვე მეოთხე მცდელობა აქვთ ამ ოთხი წლის განმავლობაში. სამი ჩაუვარდათ, არავითარი შანსი არ აქვთ, რომ გამოუვიდეთ მეოთხე მცდელობა. ეს არის ერთგვარი ისტერიკა. ისტერიკაშია ოთხივე პარტია, ისტერიკაში არიან ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლები, ისტერიკაშია სალომე ზურაბიშვილი. დღეს სასაცილო იყო ეს ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მივედი და სამი პოსტი მომიძღვნა ამის გამო. ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს. ეს ყველაფერი არის ისტერიკის გამოხატულება, მაგრამ რაც შეეხება ე.წ ბულინგს, ლიბერალურ ფაშიზმს, ჩვენ, ბუნებრივია, დავიცავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს