ირაკლი კობახიძე - „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობები ფინანსდება უცხოეთიდან, გაუმჭვირვალედ, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ, ვერავითარი „ნაცმაიდანი“ საქართველოში ვერ მოეწყობა

„ნაცმაიდნის" მოწყობის მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ", მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში, თუმცა ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი" და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებმა ერთობლივი განცხადებით, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ ისინი დგანან საქართველოში კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან.

“გუშინ საღამოს, ოთხმა პარტიამ აღიარა, რომ სწორედ ისინი დგანან კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმის უკან. გუშინ გავრცელდა ოთხი პარტიის - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების ერთობლივი განცხადება, მათ, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ სწორედ ისინი დგანან იმ თავდასხმის უკან, რომელიც ხორციელდება კონსტიტუციურ წყობილებაზე საქართველოში. საქართველოში უცხოური დაფინანსებით „ნაცმაიდნის" მოწყობის მესამე მცდელობაც ჩავარდა. პირველი მცდელობა იყო უშუალოდ 2022 წლის ივნისში, როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს საკითხი საბაბად გამოიყენეს რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეოების" წარმომადგენლებმა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ „ნაცმაიდანი", თუმცა ეს გეგმა ჩავარდა. მოგვიანებით იყო ასევე მცდელობა, რომელიც უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის კანონს", „ნაცმაიდნის" მოწყობის ეს მცდელობაც ჩავარდა და ახლა, მესამე მცდელობა, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე იყო, 2 მცდელობა იყო კანონთან დაკავშირებით, „ნაცმაიდნის" მოწყობის მეოთხე მცდელობაც ჩავარდა საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ეს მცდელობები არის უცხოეთიდან დაფინანსებული და დაფინანსება ხორციელდება გაუმჭვირვალედ, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ კონკრეტული ძალები კანონს „გამჭვირვალობის შესახებ", მათ სურდათ გაუმჭვირვალედ რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. ვერც გაუმჭვირვალედ და ვერც გამჭვირვალედ ვერავითარი „ნაცმაიდანი" და რევოლუცია საქართველოში ვერ მოეწყობა“, - განაცხადა პრემიერმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს