საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც - დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ.

ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

„ვაპროტესტებთ დღევანდელ მოვლენებს საქართველოში. ვაპროტესტებთ გარუსებას, რასაც ჩვენი მთავრობა აპირებს. ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით”, - აცხადებენ ისინი.

ამ წუთებში დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს და ფეხით მსვლელობას გეგმავენ.

დემონსტრანტები რამდენიმე წუთით მერიის შენობასთან გაჩერდნენ და საჯარო მოხელეებს“ გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდეს. მოგვიანებით კი, "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებდნენ: "მონებო".

"თქვენ ხართ სამარცხვინოები, თქვენ მოგვპარეთ ხმები, გააყალბეთ არჩევნები, რაც არ შეგრჩებათ. ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილს და მოვუწოდებთ ფოთელებს, გაიღვიძონ და შემოგვიერთდნენ. ჩვენი მიზანია ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება