სტუდენტის ინფორმაციით, თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თსუ-ს სტუდენტის, ვანო გომურაშვილის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ სტუდენტების არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, თსუ-ს რექტორი მმართველი პარტიის „პროპაგანდას იმეორებს“.

მისივე თქმით, რექტორსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

“ჯაბა სამუშია არის “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის პირადი პროპაგანდისტი. ის არის “ქართული ოცნების” მონა, ისიც კი ვერ თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მუხლი დაირღვა, რომლის მიხედვითაც ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. შესაბამისად, ჯაბა სამუშიასთან საუბარს აზრი არ აქვს. დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მონა და ბიძინა ივანიშვილის რუპორი. სამი მოთხოვნა გვქონდა:

კერძოდ, თსუ-ს კარები ყოფილიყო 24/7 ღია, სწავლა შეჩერებულიყო და რაც მთავარია ჯაბა სამუშიას ღია და მკაფიო პოზიცია გამოეხატა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის საფრთხეში.

რა თქმა უნდა, არცერთი არ დააკმაყოფილა.

ჩვენი გეგმა არის, რომ პროტესტი გაგრძელდეს. მათ შორის, ჯაბა სამუშიამ თსუ უნდა დატოვოს”, - აცხადებს ვანო გომურაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს