ირაკლი კობახიძე - ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით - ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? - ფაშიზმია ეს ყველაფერი

ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? - ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს მოწოდებებს ბავშვების მიმართ, რომ პროტესტში ჩაერთონ, პრემიერი ამბობს, რომ ეს ფაშიზმია და მეტი არაფერი.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი. მეტი არაფერი. სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას ამას. თან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით. ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას? ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა