საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ - დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ვახო მთიულიშვილი აცხადებს, მას საქმის მასალები ჯერ არ აქვს, შესაბამისად, დეტალებზე საუბარს მას შემდეგ შეძლებს, რაც დაკავებულს ქალაქის მთავარ სამმართველოში ბრალს წაუყენებენ.

დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა 29 ნოემბერს, პიროტექნიკის სროლის შედეგად სამართალდამცავს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებასა და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამ დროისთვის აღნიშნული მუხლებით 4 პირია დაკავებული.

საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, არამედ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის