ირაკლი კობახიძე - საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება გვექნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ!

საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება! ეს რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იქნება, მაგრამ რეაგირება იქნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ! - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში განაცხადა, რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაცმეიდნის“ მოსაწყობად ყველა მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ეს იყო საჯარო სამსახურის და განათლების სისტემის პოლიტიზირების მცდელობა.

„ამ დღეების მანძილზე უცხოელმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა ბოლო დარჩენილი რესურსი გამოიყენეს. მათ შორის, გამოიყენეს საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. მათ ამ რესურსის გამოყენება შეეძლოთ ამ წლის გაზაფხულზე, წინა წლის გაზაფხულზე ან 2022 წლის ივნისში, თუმცა გარკვეულ რესურსს იტოვებდნენ. მათ საჯარო სამსახურში დარჩენილი ბოლო რესურსი გამოიყენეს.

საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ „ნაცმაედნის“ წარუმატებლობისთვის არც ეს რესურსი გამოადგათ. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც წინა დღეებში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, ახლა პირიქით - მას შემდეგ, რაც „ნაცმაედანი“ ჩავარდა, მოუწოდებენ, რომ საჯარო სამსახური არ დატოვონ. ქცევის ცვლილება თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა