ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, პაციენტი სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას.

როგორც ექიმი განმარტავს, 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით.

„22 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე.

ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას. იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, იმიტომ, რომ იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ,“ - განაცხადა ექიმმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში