ირაკლი კობახიძე - რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! - ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება - 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები

რესურსი მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის - ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება. 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა ხდება წინასწარ იყო დაგეგმილი.

„ორი თვე, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იცვლება, განსაკუთრებული რისკების შემცველი იყო. ხედავთ, რომ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს ამ რეგიონში. განსაკუთრებით, რაც უკრაინაში ხდება. 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას - შორ დისტანციაზე რაკეტების გასვლა, იმის უფლება მისცეს. რატომ? - იმიტომ, რომ უნდათ, ახალ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. ეს ორი თვე - დეკემბერი, იანვარი რისკებთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე დეკემბერი -იანვარი იყო რისკებთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დეკემბერში (რომელიც ყველაზე დიდი რისკების შემცველი იყო) ვერავის მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. ხედავდით, რომ აქციები 5 დღის წინ არ დაწყებულა. გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ? - არცერთი [ქვეყნის] მთავრობა, ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს, შანტაჟი გრძელდებოდა. რესურსი მზადდებოდა. ეს პიროტექნიკა და საშუალებები ხომ ერთ დღეში არ შეუძენიათ?! ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო დაგროვილი პიროტექნიკა კონკრეტული სუბიექტების მიერ. არა მხოლოდ პიროტექნიკა -კონკრეტული „ენჯეოები“ ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობას. რისთვის აგროვებდნენ? ე.ი. რაღაც იყო დაგეგმილი. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები ლეგიტიმურ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნაადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება. 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა