საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ

მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ, - ასე ეხმაურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

მათი განცხადებით, სტუ პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას უცხადებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტი არის ცოდნის ტაძარი, რომლის მთავარი მიზანი და მოვალეობა მომავალი თაობის აღზრდა და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებაა, ვისთვისაც ორგანული იქნება როგორც ეროვნული, ისე საუკეთესო დასავლური ფასეულობები. ჩვენ ქვეყნის პატრიოტები უნდა აღვზარდოთ, რომლებიც, დიდი წინაპრების მსგავსად, თვითონაც იტყვიან მნიშვნელოვან სიტყვას როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ევროპული და საერთაშორისო სივრცის განვითარებაში. როგორც დიდი ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, „ჩვენი გზა ევროპაშია, ხოლო ხსნა - განათლებასა და წიგნიერებაში“.

ჩვენთვის დაუშვებელია სხვისი აზრის მიუღებლობა და გაუმართლებელი აგრესია. სწორედ დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვს განსხვავებული აზრის პატივისცემას და შესვლას დისკუსიასა და კამათში და არა - დაპირისპირებაში.

ჩვენთვის ძვირფასია საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას, მისი წახალისებისა და გამოწვევის ნებისმიერ ფორმას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში შეფერხების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, სემესტრის დასრულებამდე, მათ სასწავლო კომპონენტების ინდივიდუალურად აღდგენაში მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის და ღრმად სწამს, რომ, ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევითა და ქართველი ხალხის ნებით, საქართველო საერთო ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“, - აღნიშნულია სტუ-ის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სპეციალური განცხადება აკადემიური საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღო.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ