კახა კალაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე - გასარკვევია რეალურად რა მოხდა, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა

გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აქციის დროს დაშავებული 22 წლის ახალგაზრდაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დედაქალაქის მერმა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება 22 წლის დაშავებულს, გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა, რა იყო ამ ყველაფრის უკან”,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, პაციენტი სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. როგორც ექიმი განმარტავს, 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა