ნიკა გვარამია - საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა - არჩევნების განხორციელების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი, უბრალოდ, არ არსებობს

წარმოებაში არმიღების განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი, უბრალოდ, თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15-თვიანი ხანდაზმულობის ფარგლებში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო იღებს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა.

წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნდა, 1 კვირის წინანდელი) განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების (ანუ ნორმების რეალიზაციის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15-თვიანი ხანდაზმულობის ფარგლებში.

ამით საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ ქვეყნის მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

მთავარი: შეუძლებელია, არჩევნების კონსტიტუციურობის დამდგენი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობდეს. მას შემდეგ, რას საკონსტიტუციო სასამართლო ღიად ჩაერთო ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პროცესში, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური (სამართლებრივად) და ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო (ფაქტობრივად)“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიცია, მხოლოდ მოსამართლეებმა - გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს, შესაბამისად, განჩინებას სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, ირინა იმერლიშვილის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნულის გამო ირინა იმერლიშვილი კრიტიკის ობიექტია.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა