ლევან სამუშია - მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ საერთოდ მიმართვა ღირს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღეს დუმილი რეჟიმთან თანამშრომლობას ნიშნავს.

„უკვე, დღეებია საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში ივანიშვილის დაჯგუფებების მხრიდან მიმდინარეობს სადისტური სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ. როგორც ხელისუფლების მიმტაცებლები ცდილობენ წარმოაჩინონ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, ეს არის ე.წ ხელისუფლების მხრიდან, ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან კარგად ორგანიზებული მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული! ჩვენ, ყველამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის ის უსასტიკესი დარბევები, ძვლებში გადამტვრევები, რასაც გვპირდებოდა მოქალაქეებს ივანიშვილი და მისი ბანდა. გამოყვანილი ჰყავთ სადისტები, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ჩვენს ახალგაზრდებს, სპეციალურად არ აქვთ არანაირი ამოსაცნობი ნიშნები, რომ მათი უსაფრთხოების გარანტიები მაქსიმალურად დაიცვან და პასუხი არ მოსთხოვონ, მაგრამ მოვა დრო და ამ პასუხისმგებლობისგან ვერავინ დაიცავთ!

მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ საერთოდ მიმართვა ღირს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად!

ყველა ის უწყება, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი დუმილით და უმოქმედობით ხელს უწყობს ამ რეჟიმს, მის მიერ განხორციელებულ სისხლიან სპეცოპერაციას და ხელს არ უშლის, არის თანამონაწილე ყველა ამ დანაშაულის!

9 აპრილი იყო ერთი დღე, დღეს, რუსული რეჟიმი ყოველ საღამოს 9 აპრილს უწყობს ქართველ ხალხს, ქართველ ახალგაზრდებს. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი, ურყევი პროტესტი არის ჩვენი ვალი! დღეს დუმილი ნიშნავს რეჟიმთან თანამშრომლობას, თანამონაწილეობას და დარბევებში მონაწილეობას. ქვეყანას გვართმევენ, საქართველოს გვართმევს რუსეთი ივანიშვილის მეშვეობით. ჩვენი ვალია, ურყევი, მშვიდობიანი პროტესტი დავაფიქსიროთ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს სამუშია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა