ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის შვილი ჰყავს და მასზე ნერვიულობს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს