„საქართველოს პირველი არხის“  შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ

„საქართველოს პირველი არხის“ შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ტელევიზიაა და სურთ, რომ ამ ტელევიზიიდან შშმ პირების „ხმა გაისმას“.

მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები, სადაც წერია: „გახსენით საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო განხილვებისთვის, ეს არის ხალხის ტელევიზია!“.

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანიასთან შეკრებილ მოქალაქეებთან სასაუბროდ „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე, რუსუდან მანჯგალაძე გამოვიდა, რომელმაც მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საუბარი შესთავაზა. პროტესტის მონაწილეები ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ უკვე შევიდნენ.

„ვიკრიბებით აქ იმიტომ, რომ ეს ტელევიზია ეკუთვნის ხალხს. აქ უნდა ისმოდეს ხალხის ხმა. ეს არის ჩვენი უცვლელი მოთხოვნა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არის შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე. მათ ჰქონდათ შეკრება კანცელარიასთან, სადაც გამოხატეს თავიანთი პოზიცია. ახლა ჩვენ გვინდა, რომ მათ დაეთმოთ ეთერი, რათა მათი ხმა გაისმას. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა - შევიდეს ორი შშმ პირი და მათთან ერთად, საზოგადოების სხვა წარმომადგენელიც. ისინი იმსჯელებენ და ფართო აუდიტორიას მოუყვებიან, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რა აწუხებთ მათ, რაზე არ ზრუნავს ხელისუფლება. ჩვენ არ ვართ დესტრუქციულები. არ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის“, - განაცხადა ჯგუფი „წინაპრების“ წევრმა, თათია მექვაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის