სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი

ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, მეორე მხარეს რჩება ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას.

„ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი