სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად

შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„კითხვა ისმის და ისმოდა რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა. შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებსა და დადგე როგორც პიროვნება. სადღაც ჩემში მქონდა იმის იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასდროს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მჯეროდა, მიმაჩნდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამი ადამიანი მაინც მიიღებდა და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა